მკვლელობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

12:05, 18.01.2018

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. მათ ბრალად 59 წლის მამაკაცის მკვლელობა ედებათ. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა ძარცვის დროს მოხდა და დანაშაულს გარდაცვლილის 91 წლის დედა შეესწრო. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი მეუღლე ქალაქ ულმში მდებარე ერთ-ერთ სახლში ავტოფარეხის გავლით შევიდნენ.

ხმაურზე სახლის მფლობელებს გაეღვიძათ, რასაც მძარცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ქართველმა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიაყენა სახლის მეპატრონეს. შედეგად ის გარდაიცვალა. ამჟამად ორივე დამნაშავე დაკავებულია.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეები სახლის მფლობელებს იცნობდნენ. დაკავებული 39 წლის მამაკაცი და მისი მეუღლე წლების განმავლობაში ქალაქ ულმში ცხოვრობდნენ.

სამართალდამცავები ამ დროისთვის იკვლევენ, ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები.

მსგავსი