მკვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში, გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 39 წლის მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იყო დაკვამლიანება და ამიტომ შევიდნენ ბინაში. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათში ერთი პირი დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 37 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

დატოვე კომენტარი