მკვლელობა ზუგდიდში

მკვლელობა ზუგდიდში. ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ორი ადამიანი. მამა ადგილზე გარდაიცვალა, შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ვერსიით, სროლა ბიზნესდავას უკავშირდება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები მუშაობენ. ცნობილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, თუმცა, ის ჯერ დაკავებული არ არის.