მკვლელობა ყარაჯალარში

სოფელ ყარაჯალარში, ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გახსნა. შეგახსენებთ, რომ მამაკაცის ცხედარი დამწვარ ავტომობილში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ მანქანით მინდორში მიიყვანეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.