მკვლელობა ყარაჯალარში - ახალი დეტალები

ახალი დეტალები სოფელ ყარაჯალარში მომხდარი მკვლელობის შესახებ. მოკლული ხატირა გუსეინოვას დედა ყვება, რომ მისი ყოფილი სიძე ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და მის შვილზე, 23 წლის ხატირა გუსეინოვაზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა. ამის გამო, გოგონა წელიწად-ნახევრის წინ, ოჯახის დახმარებით ქმარს გაშორდა და მშობლებთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობდა.

საქართველოში ის მშობლებთან და ერთ შვილთან ერთად, სამი დღის წინ დაბრუნდა.

ყოფილი ქმარი მას გუშინ გვიან ღამით მშობლების სახლში შეუვარდა და დანით მოკლა. მკვლელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი -დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 13-დან  17 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს.