მკვლელობა ყანდაურაში

თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

საქმეში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე და მისი შვილიშვილი, ომარ გამყრელიძე უმცროსი არიან. პროკურატურაში დარწმუნებული არიან, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალის დასამტკიცებლად საკმარისია. დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ გამოძიების არგუმენტები დაუზუსტებელია.

გამყრელიძეები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ