მკვლელობა წავკისში

წავკისში, შინდისის გზაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები წუხელ ორი ახალგაზრდას დაღუპვის მიზეზი გახდა. ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის დროს მანქანაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ახლო ნათესავები არიან. სისხლიანი დაპირისპირების დროს კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. უცნობია, სად იმყოფება ერთი მამაკაცი. მეორეს კი ღამით ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.