მკვლელობა ვაზისუბანში

ვაზისუბანში ხანძარი კვალის დაფარვის მცდელობის გამო, განზრახ გააჩინეს. ოფიციალური ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა მოკლა დედა და მამა ცეცხლსასროლი იარაღით. რის შემდეგაც ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა და სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ამოღებულია ოქროულობა და ფული. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში.