მკვლელობა თბილისში – ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

12:17, 24.04.2026

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან რამდენიმე საათში აღნიშნული პირი პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი