მკვლელობა თბილისში

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა. როგორც 1tv.ge-ს შსს-მ განუცხადა, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.