მკვლელობა თბილისში

შარტავას 75-ში, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე პროკურორი ლევან ვეფხვაძეც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ და დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. შსს-ს ინფორმაციით მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.