მკვლელობა თბილისში

მკვლელობა თბილისში. „რატის ბარში“ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 30 წლამდე ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. მომხდარის დეტალები უცნობია. შენობა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებმა დალუქეს და ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.