მკვლელობა თბილისში

თბილისში 21 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას, რიყეზე, ბარ „სახელოსნოს“ მიმდებარედ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება რამდენიმე პირს შორის ბარში დაიწყო, რის შემდეგაც კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ბარში დაბადების დღეს აღნიშნავდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.