მკვლელობა თბილისში

12:38, 27.08.2020

მკვლელობა თბილისში. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, გულ-მკერდის არეში დაჭრილი მიიყვანეს. როგორც ექიმი აცხადებს, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესი იყო. კლინიკის ეზოში  სამართალდამცველები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი