მკვლელობა სოფელ ახალ თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. 55 წლის მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა სანიაღვრე არხში იპოვეს. მამაკაცი შაბათს დაიკარგა და მის ცხედარს მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ მიაგნეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. მიმდინარეობს გამოძიება.