მკვლელობა სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. სოფელ ჯუმში, ძმამ ძმა მოკლა. ბრალდებული დაკავებულია. მეზობლები ჰყვებიან, რომ მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა, სადაც ერთ-ერთი გარდაცვლილი ძმის შვილის პატივის მისაგებად იყვნენ მისულები.

მომხდარის მოტივი უცნობია. გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.