მკვლელობა საბერძნეთის ციხეში

ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ფაქტს საქართველოს საელჩო ადასტურებს. მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. არსებული ინფორმაციით,  პატიმარმა მეორე პატიმარს სასიკვდილო დაზიანებები ხელნაკეთი ბასრი საგნით მიაყენა, პირველადი დახმარება ექიმებმა პაციენტს ადგილზე აღმოუჩინეს, რა დროსაც გულის შეტევა განუვითარდა და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს.

მოამბე