მკვლელობა რუსთავში

ხუთი გასროლა ბაზარში და ოთხი მოკლული – ახალგაზრდა მამაკაცს ბიძის და კიდევ სამი ადამიანის დახოცვაში ედება ბრალი. თავდამსხმელმა ბიძაშვილიც დაჭრა, რომლის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ.

შემზარავი ფაქტი დღეს დილით რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სანადირო თოფით შეიარაღებულმა მამაკაცმა მკვლელობის შემდეგ პოლიციის გამოძახება თავად ითხოვა. ბრალდებულის ბიძა ბაზარში ხორცს ჰყიდდა, მასთან ერთად მოკლულია კიდევ ორი მოვაჭრე, მეოთხე მსხვერპლი კი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავდასხმის დროს ხორცს ყიდულობდა. დანაშაულის სავარაუდო ვერსიად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. ბრალდებული თვეების წინ თავადაც რუსთავის ბაზარში მუშაობდა.

რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან.