მკვლელობა რუსთავში

რუსთავში მკვლელობა მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი მისმა ბიძამ დანით მოკლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს და სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი საშუალება მისცეს. დღეს დილით კი მამაკაცმა საკუთარ ძმას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახლიდან გააგდო. ჩაკეტილ სახლში კი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა. ამის შემდეგ ის ფანჯრიდან გადახტა და გაქცევას ცდილობდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.