მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, 30 წლამდე ქალი სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მისსავე ბინაში იპოვეს. პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გვიან ღამით ხმაური გაიგონეს. ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.