მკვლელობა პანკისში

პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არაა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სოფელ დუისში გუშინ მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი უკვე დაკრძალეს. ხეობაში ახლა იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა მოხდეს გვარების შერიგება.