მკვლელობა ნინოწმინდაში

სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, სოფელ ფოკაში შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდას ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.