მკვლელობა მოხდა ვაგზლის მოედანზე 

მკვლელობა მოხდა სადგურის მოედანზე.

მოკლულია 50 წლამდე პირი. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. ადგილზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციით, საქმეში დანა და ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. ჰყავს თუ არა შსს-ს დაკავებული, უცნობია. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.