მკვლელობა ხაშურში

მკვლელობა მოხდა სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში – მოკლულია ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელი. ის ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან კომპანიის მენეჯერმა დაჭრა.

კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ოფისში დანით შეიარაღებული შეიჭრა, მენეჯერმა კი მისი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა მუქარა არ შეწყვიტა, კომპანიის მენეჯერმა უკვე მისი მისამართით ისროლა. მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.