მკვლელობა კასპში

18:23, 14.03.2021

კასპში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი გარდაცვლილი კასპის სასაფლაოზე რამდენიმე საათის წინ მწყემსმა იპოვა. მას ჭრილობა ყელის არეში, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ძალადობისათვის იხდიდა სასჯელს და საპატიმრო მან რამდენიმე თვის წინ დატოვა. რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, კასპის მცხოვრებლებისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი