მკვლელობა კასპის რაიონში

კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში დღეს მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მოხვდა მეორე პირს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც ბრალდებულმა დაინახა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვია თანასოფლელს მოხვდა, თავი მოიკლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.