მკვლელობა კახეთში

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსპირში. პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ეძებს. არსებული ინფორმაციით, იყალთოში მცხოვრებმა მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით, რუსპირში მცხოვრები 1978 წელს დაბადებული ვ.ხ. მოკლა. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი ავტომანქანის ყიდვას უკავშირდება. მხარეები თანხის საკითხის ვერ შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ტაქსიში მოხდა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები გადაადგილდებოდნენ. სავარაუდო ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.