მკვლელობა კახეთში

სამი მოკლული და ორი დაჭრილი – წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის ორი ადამიანია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლულებს შორის ერთი მისი ძმა, ზვიად ზვიადაურია. მსხვერპლი ორივე მხარესაა. შსს მომხდარს ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს უკავშირებს. ვრცელდება არაოფიციალური ვერსიებიც. დანაშაულის ადგილი დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ ცივი იარაღიც გამოიყენეს.

ამ ეტაპზე ორივე დაკავებული დუმს.

დატოვე კომენტარი