მკვლელობა კახეთში 

წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაურია.

მომხდარზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი აიყვანეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური ბრალდებულია იმ მამაკაცის მკვლელობაში, რომელმაც მის ძმას ესროლა.

საქმის დეტალებს ჟანა დიდებაშვილი გაგვაცნობს.