დაბა სტეფანწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ორი დღის წინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო მეორე დაკავებული, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და მას ბრალად სწორედ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.