მკვლელობა ცხვარიჭამიაში - სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ცხვარიჭამიაში მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აღიარებს, რომ 20 წლის ახალგაზრდა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მცხეთის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს. დავით ჯიჯეიშვილის გარდა, სასამართლომ განაჩენი კიდევ შვიდი პირის მიმართ უნდა გამოაცხადოს. ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე დაკავებულებს რამდენიმე მუხლს ედავება. ბრალდებულებიდან ხუთ პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, ორ პირს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კუკავას განზრახ მკვლელობაში კი, ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილია.

რას მოჰყვა დაპირისპირება და რა ჩვენება მისცეს დაკავებულებმა სასამართლოს? – მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაკა ლაშხია მუშაობს.