მკვლელობა ცხვარიჭამიაში - დაკავებულია შვიდი პირი

ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა შვიდი მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ შვიდი პირი ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დადგენილია მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობაც. მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რა დეტალებია ცნობილი მკვლელობის შესახებ? – თეონა ხუბულავა პირდაპირ ეთერში.