მკვლელობა ცაგერში

სოფელ ლაჯანაში ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ესროლა, ორივე დაიღუპა.

სროლის დროს დაიჭრა მამაკაცი, რომელიც შემთხვევითი გამვლელი იყო. დაშავებული მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. 65 წლის პაციენტი კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სოფელ ლაჯანაში მომხდარის დეტალებს ირმა ჭოლაძე არკვევს.