მკვლელობა ბოლნისის რაიონში 

შემზარავი მკვლელობა მოხდა ბოლნისის რაიონში.

წინასწარი ვერსიით, სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. დანაშაულში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა და ადგილზე ცხედარიც მიიტანა. ოჯახში, სადაც მკვლელობა მოხდა, სამი მცირეწლოვანი იზრდება. არაოფიციალური ინფორმაციით, დანაშაული მაშინ არის ჩადენილი, როცა ცოლ-ქმარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება.