მკვლელობა ბათუმში

მკვლელობა მოხდა ბათუმში. კაზინო „პრინცესაში“ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ორივე ქალი უზბეკეთის მოქალაქეა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქალებს თავს მოულოდნელად დაესხა მამაკაცი. ერთი ქალი გულმკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია. მომხდარის გამო სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა.