ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – შემთხვევა გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.