მკვლელობა ახალქალაქში 

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

37 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მკვლელობის შემდეგ, ახალქალაქში დაპირისპირება ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა, რასაც კერძო საკუთრების დაზიანება მოჰყვა. დარბეული და დამწვარია რამდენიმე შენობა, მათ შორის კონფლიქტში მონაწილეთა ნაწილის საცხოვრებელი სახლები. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი