მხატვარი მირიან შველიძე გარდაიცვალა

75 წლის ასაკში მხატვარი მირიან შველიძე გარდაიცვალა. ის დღემდე რუსთაველის თეატრში დამდგმელ მხატვრად მუშაობდა. მირიან შველიძემ გააფორმა რობერტ სტურუას გახმაურებული სპექტაკლები: „ყვარყვარე”, “რიჩარდ III”, “მეფე ლირი”, „მაკბეტი“, „კაცია ადამიანი“. მუშაობდა თეატრის სხვა დადგმებზეც. მირიან შველიძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.