მხატვარ ელგუჯა ბერძენიშვილს ექვთიმე თაყაიშვილის პრემია გადაეცა

ცნობილ ქართველ მხატვარს, ელგუჯა ბერძენიშვილს ექვთიმე თაყაიშვილის პრემია გადაეცა. დაჯილდოება კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად მხატვარი ღონისძიებას არ დასწრებია.

ხელოვანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნამუშევრებს, „ნავები”, „მეუღლის პორტრეტი“, „აბესალომ და ეთერი“. გამორჩეულია ასევე კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრაციები.