მხატვარ ეკატერინე ბულაშვილის პერსონალური გამოფენა

საქართველოს ხელოვნების სასახლეში მხატვარ ეკატერინე ბულაშვილის გამოფენა გაიხსნა. მხატვრის რიგით მეშვიდე პერსონალურ გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ხელოვანის 2024-25 წლებში შექმნილ ნამუშევრებს გაეცნოს. ექსპოზიციის სახელწოდებაა „ფოს“, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს – „ვანათებ“. სწორედ სინათლის თემის ქვეშ ერთიანდება მხატვრის 20-მდე ფერწერული ტილო. ექსპოზიცია 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.