მხარეთა შორის მოლაპარაკების შესაძლებლობა

21:05, 19.12.2020

არსებობს თუ არა კიდევ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების რესურსი და გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ მხარეთა პოზიციები, დაახლოების ნაცვლად, ერთმანეთს შორდება და ამის მიზეზად, ერთი მხრივ, ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმასა და მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ასახელებს.

ელჩი მზადყოფნას გამოთქვამს მმართველ გუნდსა და მის ოპონენტებს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმაროს, თუმცა ამბობს, რომ პირველ რიგში, ეს თავად მხარეების სურვილი უნდა იყოს. დიპლომატმა საკუთარი აზრი დააფიქსირა პროცესების ქუჩაში გადატანის საკითხთან დაკავშირებითაც.

როგორ აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის განცხადებას – მხარეთა პოზიციები თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.

მსგავსი