მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა

გახდება თუ არა პლებისციტი ის საკითხი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნებს? ამასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციებია როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდში, თუმცა, თემა, შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს.

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა. ბრიუსელში დაგეგმილ ასოცირების საბჭოს სხდომამდე კი, სადაც ქართულმა მხარემ შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული შედეგი უნდა წარადგინოს, სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

მხარეებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ, რომელთა გარეშეც მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან. წავლენ თუ არა მხარეები კომპრომისზე და გაგრძელდება თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებული პროცესი – მხარეთა პოზიციები ხათუნა გაგნიძის სიუჟეტში.