საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

ევროპარლამენტის მსხვილმა პოლიტიკურმა გაერთიანება „ალდემ“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეზოლუციის ავტორები: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ლელო საქართველოსთვის“ არიან, რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის საომარი მოქმედებები და აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ და ასევე ნათქვამია, რომ სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ განხილვა დაგეგმილია 2022 წლის ივნისისთვის, რაც ქმნის გადაუდებელ საჭიროებას აღნიშნული რეზოლუციის მისაღებად.