მხარდაჭერა უკრაინას

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის ასობით მოქალაქემ სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. საქართველოში დარჩენილებს დახმარება ხელისუფლების გარდა საქართველოს მოქალაქეებმაც აღმოუჩინეს. ბინით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის მიზნით, ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს ეხმარებიან. 200-ზე მეტი უკრაინელი ტურისტი ამ დროისთვის სხვადასხვა სასტუმროშია განთავსებული.