მიზნობრივი სოციალური დახმარება 

სოციალური დახმარების გეგმა და ჯგუფები, რომლებიც ამ დახმარებით ისარგებლებენ.

დღეს დაკონკრეტდა სქემა, რომლის მიხედვითაც დაანონსებული ფულადი დახმარებები გაიცემა. სამსახურის გარეშე დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მაისიდან მიიღებენ. ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. რაც შეხება თვითდასაქმებულებს. მოქალაქეებს, რომელთა საქმიანობა რეგისტრირებულია, არანაირი დამატებითი დოკუმენტაციის მოგროვება აღარ მოუწევთ. მაგალითად ინდმეწარმეებს, მიკრო მეწარმეებს, ტაქსის მძღოლებს. პრობლებაა არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების მიმართ. ჯანდაცვის სამინისტრო აანონსებს, რომ სპეციალურ კომისიაში ასეთი ადამიანების მიერ წარდგენილი საბუთების შესწავლისას მაქსიმალურად ლოიალურები იქნებიან.

ჩვენს რეპორტაჟში ასევე ნახავთ, როგორ გაიცემა დახმარებები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე.