მიწისძვრის შედეგები
მიწისძვრა განსაკუთრებით ეპიცენტრის მიმდებარედ იგრძნობოდა – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება. დმანისის მერის განცხადებით, შექმნილია შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა. მისივე თქმით, დაზარალებულის ოჯახს დახმარება გაეწევა.