მიწისძვრები საქართველოში

საქართველოში ღამის განმავლობაში მიწისძვრა ოთხჯერ დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში ეპიცენტრული ზონა სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე ძლიერი ბიძგი, 5.1 მაგნიტუდა გამთენიას, 05:44 საათზე დაფიქსირდა.