მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ბიძგების ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9 საათსა და 37 წუთზე დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას სერიოზული დაზიანებები არ მოჰყოლია.