მიწისძვრა საქართველოში

12:12, 24.09.2023

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს ორჯერ დაფიქსირდა. თბილისის დროით დილის 8 საათზე მომხდარი 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში მდებარეობდა. 09:21 საათზე დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრემ კი 3 მაგნიტუდა შეადგინა, რომლის ეპიცენტრიც ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.

მსგავსი