2011 წლის შემდეგ პირველად, ნიუ-იორკის მაცხოვრებლები ძლიერმა ბიძგებმა გააღვიძეს – 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნიუ-ჯერსიში იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მთელ შტატში, თუმცა ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ზიანის შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.
მიწისძვრის გამო, ნიუ-იორკში რამდენიმე საათით შეფერხდა აეროპორტების მუშაობა, თუმცა, საჰაერო მიმოსვლა მალევე აღდგა. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.
თაკო მუშკუდიანი დეტალებით.